LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან გადააყენა

100

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ BBC წერს.

ტრამპმა ტილერსონი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორით, მაიკ პომპეოთი, ჩაანაცვლა. ტრამპმა ტილერსონს გაწეული სამსახურისთვის მადლობა ტვიტერის საშუალებით გადაუხადა და იქვე დასძინა, რომ ახალი სახელმწიფო მდივანი საქმიანობას „ფანტასტიურად გაუმკლავდება“.

ExxonMobil-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, რექს ტილერსონი, სახელმწიფო მდივნის თანამდებობას მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები