LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში არსებული ორი ბიზნესსაბჭო დაშალა

41

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში არსებული ორი ბიზნეს საბჭო დაშალა. თეთრი სახლის ლიდერმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საბჭოს ხელმძღვანელებმა შარლოტსვილის არეულობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააკრიტიკეს.

პროტესტის ნიშნად შვიდმა მოწვეულმა დირექტორმა საბჭოს დატოვების შესახებაც განაცხადა. ბიზნესლიდერების უკმაყოფილება დონალდ ტრამპის იმ განცხადებამ გამოწვია, რომელშიც პრეზიდენტმა არეულობაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დააკისრა.

რამდენიმე დღის წინ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების აქციას შარლოტსვილში მასშტაბური შეტაკებები და მსხვერპლი მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები