LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კიმ კარდაშიანი მიიღო (ფოტო)

138

მანამ, სანამ მელანია ტრამპი გადატანილი ოპერაციის შემდეგ აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდება, დონალდ ტრამპი შეხვედრების სერიას განაგრძობს. ამჯერად ამერიკის პრეზიდენტი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური რეალითი შოუს ვარსკვლავს, კიმ კარდაშიანს შეხვდა. ცნობილია, რომ შეხვედრა კიმ კარდაშიანის ინიციატივით დაიგეგმა, რადგან მას პრეზიდენტთან საუბარი სურდა. საინტერესოა, რომ შეხვედრის ამსახველი ფოტო ტრამპმა „ინსტაგრაზე“ თავად განათავსა: „კარგი შეხვედრა კიმ კარდაშიანთან, სადაც ციხის რეფორმებსა და გამოტანილ განაჩენზე ვისაუბრეთ“, – დაწერა პრეზიდენტმა.

შეხვედრის მთავარი მიზეზი კი 63 წლის ელის მერი ჯონსონია, რომელსაც ნარკორეალიზაციის გამო სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. კარდაშიანი კი მის გათავისუფლებას ითხოვდა. ამ დრომდე უცნობია, რა გადაწვეტილება მიიღეს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები