LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა ტვიტერში, ჰილარი კლინტონის საპასუხოდ, გიფი დაპოსტა

98

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ სტამპმა, სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოაქვეყნა გიფი, რომელშიც ჩანს თავად პრეზიდენტი უზარმაზარი გოლფის კლუბში. ვიდეოში, ასევე, ჩანს საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპის ყოფილი კონკურენტი, ჰილარი კლინტონი, გოლფის ბურთით.

აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გიფში ჩანს, როგორ ურტყამს თეთრი სახლის ლიდერი გოლფის ბურთს ჯოხს. ასხლეტილი ბურთი კი ხვდება ჰილარი კლინტონს, რომელიც ამ დროს თვითმფრინავში ადის. კადრები ისეა რედაქტირებული, რომ ისე გამოჩნდეს, თითქოს კლინტონს დაცემამდე გოლფის ბურთი ხვდება.

BBC-ის ინფორმაციით, ეს გიფი მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტი ტრამპი კიდევ ავლენს სოციალური მედიის ძველ ჩვევებს, რასაც სწრაფადვე თეთრი სახლის ლიდერის კრიტიკა მოჰყვება ხოლმე.

ოფიციალურ თეთრ სახლში აღნიშნულ ტვიტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები