LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ცოლის სახელი შეცდომით დაწერა

53

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი ოპერაციის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა. 48 წლის მელანია ტრამპი 14 მაისის შემდეგ უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც მას თირკმელზე ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ცნობილია, ის თავს კარგად გრძნობს.

მეუღლეს თეთრ სახლში დაბრუნება დონალდ ტრამპმა  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მიულოცა, თუმცა, როგორც  The Telegraph-ი წერს, ტრამპმა ცოლის სახელი შეცდომით Melania-ს მაგიერ Melanie დაწერა.

 

გამოცემის თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა შეტყობინება გაასწორა, თუმცა  მომხდარი სოციალურ ქსელში ქილიკის საგანი გახდა. მომხმარებლებმა ტრამპის  შეცდომა “უკულტურობად”  აღიქვეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები