LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპს აქტივისტმა რუსეთის დროშები ესროლა [ვიდეო]

28

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, აქტივისტმა კონგრესის შენობაში რუსეთის დროშები ესროლა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც დონალდ ტრამპი სენატში საგადასახადო რეფორმის განსახილველად მივიდა. მამაკაცი ჟურნალისტების ჯგუფში იდგა.

„ტრამპი მოღალატეა. პრეზიდენტმა რუსეთის მთავრობასთან შეთქმულებით არჩევნები მოგვპარა,“ – დაიყვირა აქტივისტმა.

მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებული რაიან კლეიტონია. ის მოძრაობა Americans Take Action-ის ხელმძღვანელია.

აღნიშნული ჯგუფი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები