LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტუსკი: “დღეს არ არის რიგითი დღე, დღეს განსაკუთრებული დღეა”

80

დღეს არ არის რიგითი დღე, დღეს განსაკუთრებული დღეა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც დაემთხვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას. ეს იყო გრძელი გზა. თუმცა, უვიზო რეჟიმის ამოქმედებით საქართველო და ევროკავშირი დაუახლოვდნენ ერთმანეთს. საქართველომ დიდი სამუშაო შეასრულა. ეს ისტორიული დღეა ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებისთვის. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოსთვის დახმარების გაწევას. ჩვენ ველოდებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მოცულობის ზრდას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ერთგულება მედია პლურალიზმის საკითხში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის გათვალისწინებით. ევროკავშირი ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს მოელის, რათა მედია პლურალიზმი უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები