LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტუსკი ევროსაბჭოს პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

68

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ევროსაბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე მეორედ აირჩიეს. პოლონეთი ცდილობდა იგი დაებლოკა, თუმცა ვერ შეძლო, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ტუსკს 27 ხმა ჰქონდა ერთის წინააღმდეგ. ევროპის საბჭოს ის კიდევ 2.5 წელი უხელმძღვანელებს.

დონალდ ტუსკი საბჭოს პრეზიდენტი 2014 წლის ბოლოს გახდა, მისი უფლებამოსილების ვადა 31 მაისს იწურება.

პოლონეთის მმართველი პოლიტიკური პარტია ექს-პრემიერის მოწინააღმდეგეა. პოლონეთის ხელისუფლება ცდილობდა, არ მიეცა საშუალება მეორე ვადაზე ეყარა კენჭი და ევროპარლამენტს საკუთარ კანდიდატურად იაცეკ სარიუშ-ვოლსკის სთავაზობდა.

იაცეკ ცარიუშ-ვოლსკიმ, ცოტა ხნის წინ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მოითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები