LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტუსკის “ტვიტი” ქართულ ენაზე – “შედეგი თითქმის მიღწეულია”

70

“შედეგი თითქმის მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია,” – ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ქართულად წერს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 8 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები შეჩერების განახლებული მექანიზმის კომპრომისულ ტექსტზე წარმატებით დასრულდა და რეგულაციის საბოლოოდ შეთანხმებულ რედაქციას კენჭი ეყარა სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (LIBE) კომიტეტის სხდომაზე. კენჭისყრა შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მომავალ კვირაში გაიმართება.

დღეს მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით და პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები