LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოპინგზე ყველაზე ხშირად რუსები ჩავარდნენ

42

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად 2015 წელს დოპინგს ყველაზე ხშირად რუსი სპორტსმენები მოიხმარდნენ.

ანტისადოპინგო სააგენტოს კვლევის თანახმად, 2015 წელს რუსი სპორტსმენების მიერ აკრძალულ საშუალებათა მოხმარების 176 შემთხვევა დაფიქსირდა. მეორე ადგილი დაიკავეს იტალიელმა ათლეტებმა, რომელთაც დოპინგი 129-ჯერ გამოიყენეს. სამეული ინდოეთმა დაასრულა დოპინგის მოხმარების 117 შემთხვევით. აშშ 50 დარღვევით მეცხრე ადგილზეა.

შედეგების სპორტის სახეობათა მიხედვით დალაგების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ყველაზე ხშირად დოპინგს ბოდიბილდერები მოიხმარენ. 2015 წელს ასეთი 270 შემთხვევა დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა ტანვარჯიში – 242 შემთხვევით, მესამეზე კი ძალოსნობა 239 დარღვევით.

2016 წელს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით მსოფლიო საზოგადოებას ამცნო რუსულ სპორტში დოპინგის სისტემატური მოხმარების პრაქტიკის არსებობის შესახებ, რის შედეგადაც რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამასებზე რუსეთის ოლიმპიური ნაკრები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა დაშვებული, პარალიმპიური თამაშებიდან კი რუსი სპორტსმენები სრული შემადგენლობით მოკვეთეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები