LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დორტმუნდი შაურმამ მოწამლა

115

დორტმუნდის “ბორუსია” მზადებას ესპანეთის პროვინცია მარბელაში გადის. კლუბის 9 ფეხბურთელი შაურმამ მოწამლა.

აღნიშნული შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, 9 დორტმუნდელმა ფეხბურთელმა – რომან ბურკი, რომან ვაიდენფელერი, მარკ ბარტრა, ანდრე შურლე, კრისტიან პულიშიჩი, ემერ ტოპრაკი, იაკობ ლარსენი, ნური შაჰინი და დომინიკ რაიმანი – შაურმის მირთმევის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო.

„ბორუსიას“ ოფიციალური თამაში 14 იანვარს უწევს „ვოლფსბურგთან“. ამბობენ, რომ ამ დროისათვის ყველა მათგანი მწყობრში იქნება.

„ბორუსიას“ რაღაც ბედი არ წყალობს. გახსოვთ ალბათ, 2017 წლის აპრილში ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ მისი ავტობუსის სიახლოვეს აფეთქება რომ მოხდა, პოლიციამ კი ეს მიზანმიმართულ ქმედებად მიიჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები