LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დორტმუნდის ბორუსიას გულშემატკივარი მატჩის დროს გარდაიცვალა

41

დორტმუნდის ”ბორუსიას” 79 წლის გულშემატკივარი ”მაინცთან” შეხვედრის დროს გარდაიცვალა.
ორ ქომაგს გულის შეტევა დაემართა, თუმცა მხოლოდ ერთის გადარჩენა მოხერხდა.

შეხვედრის პირველ ტაიმში ორ გულშემატკივარს გულმა უმტყუნა. 55 წლის მამაკაცი ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.
მეორე – 79 წლის მამაკაცი კი ვერ გადაარჩინეს.

მატჩის დასრულების შემდეგ ”ბორუსიას” ფეხბურთელებმა და ”სიგნალ იდუნა პარკის” ტრიბუნებმა გარდაცვლილი გულშემატკივრის საპატივსაცემოდ იმღერეს ”შენ არასდროს იქნები მარტო” (You’ll never walk alone).

”ჩვენ არაფერი არ ვიცოდით მომხდარზე, – თქვა მარკო როისმა, – მატჩის შემდეგ მწვრთნელმა ერთად შეგვკრიბა და ეს ამბავი გვითხრა. მინდა მადლობა გადავუხადო ტრიბუნებს. თამაში მეორე პლანზე გადავიდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები