LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დორტმუნდში შიშვლები თამაშობენ

91

დორტმუნდის „ბორუსიას“ შიშველმა ფანმა „სიგნალ იდუნა პარკის“ სტადიონზე ფეხბურთი ითამაშა. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. მამაკაცი მოედანზე შეიჭრა და ფეხბურთის თამაში მარტომ დაიწყო. კანონდამრღვევი მაშინვე დააკავეს. როგორც მან განაცხადა, ეს მისი ბავშვობის ოცნება გახლდათ. რაც შეეხება სიშიშვლეს, მას უბრალოდ დასცხა და ტანსაცმელიც ამიტომ გაიხადა. ამიერიდან გიჟმაჟ ფანს სტადიონზე შესვლა სასტიკად ეკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები