LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთ თვითმხილველის კითხავს

34

ხორავას ქუჩაზე იმ პირის გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელიც პირველ დეკემბერს, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი ამ წუთებში ადგილზე იმ ავტომობილით არის მისული, რომლითაც პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე  იმყოფებოდა.

როგორც კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძემ განაცხადა, მათი ამოცანაა, შეხვდნენ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

„რასაც ვისმენთ, ამის შეფასება ძალიან ძნელი გასაკეთებელია, ჯერ ფრაგმენტული ინფორმაცია მოდის. ყველამ რაც დაინახა, იმას გვიყვება. ზოგი ამბობს, რომ ბევრი არაფერი აქვს დანახული, მაგრამ ჩვენი სამუშაო ჯგუფის ამოცანა სწორედ ის არის, რომ ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობას შევხვდეთ ვინც ადგილზე იყვნენ. ვინც ამ ტრაგედიას ფანჯრებიდან უყურებდა ან შემთხვევის ადგილზე მის შემდეგ გამოვიდა,”- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ნიკოლოზ იორდანიშვილი პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მანქანაში იმყოფებოდა.

კომისიის წევრები საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს მოწმე, შეეძლო თუ არა დაენახა მას ხორავას ქუჩაზე მომხდარი.