LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროგო ცოცხალია: მსახიობმა „სამეფო კარის თამაშებში“ დაბრუნება დაანონსა

284

საკულტო სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის გამოსვლამდე საინტერესო დეტალები ხდება ცნობილი. ახალ სეზონში შესაძლოა ცნობილი პერსონაჟი, კხალ დროგო დაბრუნდეს. ამის შესახებ მინიშნება თავად დროგოს როლის შემსრულებელმა, ჯეისონ მომოამ გააკეთა. მსახიობმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ირლანდიაშია გადაღებული. სწორედ აქ იწყება მალე ახალი სეზონის გადაღებები და მსახიობიც ფოტოზე ფილმის რეჟისორთან, დენიელ უაისთან ერთად პოზირებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ახალ ფოტოს თან ახლავს კომენტარიც: „ჩემს ძმებთან, დევიდთან და დენიელთან ერთად. მიყვარხართ. თქვენ მსოფლიოში საუკეთესო შოუს აკეთებთ. ალოჰა დროგო!“- წერს მსახობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები