LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დროშიანი ბაბუ” ცოცხალია

59

სოციალურ ქსელში დღეს ფეისბუქმომხმარებელთა უმრავლესობა წერდა, რომ ყველასთვის ნაცნობი “ბაბუ” გარდაიცვალა.  საუბარი იყო მიტინგების უცვლელ მონაწილე, ამერიკის დროშიან „ბაბუზე”- ომარ მარაქველიძეზე. თუმცა, როგორც „ნიუპოსტმა” გაარკვია,  რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ და ახლა განახლებულ ამბავში საუბარი იყო ეროვნული მოძრაობის წევრ მელორ წურწუმიაზე და არა ომარ მარაქველიძეზე.

თავად ომარ მარაქველიძე აცხადებს, რომ ის წყალტუბოშია და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. დღეს ამერიკის დროშიანი ბაბუ თბილისშიც იყო ჩამოსული გარკვეულ საქმეებზე.

 

წყარო:newposts.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები