LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროთა განმავლობაში დოლარის როლი შემცირდება – ლავროვი

72

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ თურქეთისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არის არალეგიტიმური პოლიტიკის ნაწილი.

სერგეი ლავროვის თქმით, აშშ გლობალურ ვაჭრობაში უსამართლო უპირატესობის მოპოვებას ცდილობს.

აღნიშნული განცხადება ლავროვმა თურქეთში ვიზიტისას, თურქ კოლეგასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, დროთა განმავლობაში გლობალურ ვაჭრობაში დოლარის როლი შემცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები