LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუკანის დიეტის საშიში მხარეები და რჩევები წონაში ჯანსაღად დაკლების მსურველებს – ლაშა უჩავას რეკომენდაციები

17

გადაცემის ლაივი LIVE

წონაში კლება და მატება ზაფხულის სეზონზე, დღეს გავრცელებული და პოპულარული დიეტები, განტვირთვის დღეები, ბევრი წყალი და რთულად ახდენადი ოცნება, გახდომა ტანჯვის გარეშე – ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ისაუბრა.

ლაშა, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან, სინი ვინც ზაფხულში იმატებ წონაში და პირიქ, რომლებიც იკლებენ. რა არის ამის მიზეზი და რეალურად, როგორ უნდა რეაგირებდეს ადამიანის ორგანიზმი სიცხეზე?

თემა ნამდვილად აქტუალურია, არა მარტო ზაფხულში, არამედ ნებისმიერ სეზონზე. კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად და ყველა სეზონზე ჩვენ გარკვეულ წესებს უდნა ვიცავდეთ. ცხადია, წესები არსებობს იმისთვის, რომ დაირღვეს, თუმცა, პერმანენტული ხასიათი ამ დარღვევებს არ უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ზაფხულის პერიოდში წონის კლებასა და მატებას, ეს დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე გარკვეულ ცვლილებებთან. მაგალითად ერთ-ერთი ამის მაპროვოცირებელი ფაქტორი გახლავთ ინსულინ რეზისტენტობა ანუ ორგანიზმში ინსულინის მაღალი დონე. ინსულინი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ერთგვარად გახლავთ გენეტიკური განწყობა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ზაფხულში ჩვენ განებივრებულნი ვართ დიდი ოდენობით ხილით, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებით. შესაბამისად, თუ ჩვენ ზაფხულში სიცხის გამო ვერ მივირთმევთ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს, მაგალითად პურბურღულეულს, შემწვარ ხორცსა თუ ნებისმერი სხვა საკვებ პროდუქტს, ხილის სახით დიდი ოდენობით ნახშირწყლების მიღება იწვევს ინსულინ რეზისტენტობის გააქტიურებას. ეს კი შემდგომში ქმნის ჭარბი ცხიმის დეპოს ჩვენ ორგანიზმში და იწყება წონის მატება.

გარდა ამისა, ზაფხულში წონის მატება დაკავშირებულია სითხის დეფიციტთან, ვინაიდან ოფლის გამოყოფა და შესაბამისად, სითხის დანაკარგი ბევრად უფრო მეტია, ეს კი ნივთირებათა ცვლის სიჩქარეზე მოქმედებს. ეს კი საბოლოოდ იწვევს იმას, რომ ჭარბი ცხიმი გროვდება ჩვენს ორგანიზმში.

აი რაც შეეხება, ადამიანებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში იკლებენ წონაში, აქ უკვე საუბარია გამართულ, ჯანსაღ ნივთიერებათა ცვლაზე, სავარაუდოდ, ისინი იღებენ უფრო მეტ სითხეს და არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ უყვართ ხილი, ტკბილეული და ნახშირწლებისგან თავს იკავებენ.

წონის პრობლემ, როგორც ერთერთ ყველაზე დაუმარცებელი გამოვევა, არის თუ არა აქ გენეტიკა წამყვანი ფაქტო შესაძლოა თუ არა რეული წლებიან ამის ევენცია ?

შაქრიანი დიაბეტი არაა განაჩენი და დიაბეტი არ კლავს. თუ შაქრიანი დიაბეტი და მისი ციფრები მოწესრიგებულია, ადამიანს შეუძლია იცხოვროს ჩვეულებრივი ცხოვრების წესით. ხოლო თუ ის არ იცავს წესებს, რომელიც აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის სამართავად, ეს უკვე იწვევს იმ გართულებებს, რომელიც ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

რაც შეეხება გენეტიკურ განწყობას, როგორც დიაბეტის, ასევე სიმსუქნის შემთხვევაში, მას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს გენეტიკური წინასწარ განწყობა, ამ დროს აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მომავალზე. ეს კი იწყება ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდიდან, როდესაც ორსულმა აუცილებლად უნდა შეზღუდოს ნახშირწყლები, რათა ნივთიერებათა ცვლა იყოს მოწესრიგებული. ბავშვთა კვებაში კი არ უნდა იყოს ჩართული შაქარი, რათა გემოვნების რეცეპტორები ამ კუთხით არ გააქტიურდეს. ჩვენი კვება იგივე ჩვევაა, როგორც ვაჩვევთ ბავშვს, ისევე იკვებება ის შემდგომში. თუ ბავშს არ დავაძალებთ და არ შევაყვარებთ ტკბილეულს, მას ზრდასრულ ასაკში ეს პროდუქტები არ ეყვარება. ნაკლებტკბილი პროდუქტი მისთვის უკვე ძალიან ტკბილი გახდება, ეს კი უკვე გახლავთ პრევენცია და პროფილაქტიკა იმისათვის, რომ მან თავი დაიცვას ჭარბი წონის, სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტისგან.

რომელია ის ენდოკრინოლოგურ დადებბი, რომებიც ყველზე მეტად უშლიან ხელს წონის კორექციას?

მეტწილად საქართველოში ჭარბი წონაც და სიმსუქნეც გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით. რაც შეეხება დაავადებებს, პროცენტულად ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ანუ ეგრეთწოდებული ჰიპოთირეოზი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას და ეს კი, ხელს უწყობს ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას და მეტაბოზლიმის შენელებას.

ასევე უნდ გამოვყოთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რომელიც არ ვითარდება ერთ დღეში. მას აქვს თავისი განვითარების ფაზები ანუ პრედიაბეტი, რომელსაც თავის მხრივ ასევე აქვს ხუთი ფაზა და ის იწყება ცხიმოვანი ცვლის დარღვევით. შემდგომ მას მოსდევს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, ინსულინ რეზისტენტობა, ჰიპერინსულიმენია და შემდგომ უკვე იწყება ინსულინის დეფიციტი, როდესაც ისმევა დიაგნოზი, შაქრიანი დიაბტი ტიპი 2. არსებობს ასევე ბანალური დარღვევები ორგანიზმში, რომელიც კავშირშია ჭარბ წონასთან, ესაა მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტი. როდესაც ჩვენ პაციენტი ჭარბი წონით მოგვმართავს და  მას ვიტამინებსა და მინერალებსაც ვაწვდით, იმის მიხედვით, თუ რომლის დეფიციტა, ისმის კითხვა, არ გამასუქებს? რა თქმა უნდა არა, რადგან ჩვენ სწორედ სიმსუქნეს ვმკურნალობთ.

უნდა ავღნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი როლი უჭირავს D ვიტამინს, რომელიც სამწუხაროდ დეფიციტურია საქართველოში და თითქმის ყოველ მეორე ადამიანს, ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, აქვს ვიტამინ D-ს დეფიციტი. ეს კი ასევე მჭიდრო კავშირშია სიმსუქნის განვითარებასთან, იმუნურ სისტემასთან.

სიმსუქნე, როგოც სხვა ენდოკრინული პათოლოგია, არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც სჭირდება  მულტიფროფილური მკურნლაობა. სიმსუქნე ორგანიზმში უამრავ დაავადებას იწვევს, ესაა დააახლოებით 150-მდე დაავადება, დაწყებული კანის სტრუქტურით, დამთავრებული შარდსასქესო სისტემის დაავადებებით. ის მოიცავს აბსოლუტურად ყველა ორგანოთა სისტემას.

რას იტყვით დღეს გავცელებულ და პოპულარული დიტებზე, მაგალითად დუკანის ცილების დიეტზე. სხვათა შორის ეს დიეტა მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მისი დახმარებით ქეით მიდლტონმა დაიკლო…

 როგორც კი პირველად გამოჩნდა ეგრეთწოდებული დუკანის დიეტა, იმთავითვე ვიყავი ამ კვების მიმდევრების მოწინააღმდეგე.

დიეტა ეს არის სწორი, რაციონალური, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება. ეს კი გულისხმობს, რომ საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ყველა ტიპის საყუათო ნივთიერება. ესენია ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკრო ელემენტები. რომელიმე მათგანის ამოღება საკვები რაციონიდან ნიშნავს, რომ ჩვენ პათოლოგიურ ზეწოლას ვახდენთ ჩვენივე ორგანიზმზე.

დუკანის დიეტაში შედის დიდი ოდენობით ცილოვანი პროდუქტები და არ შეიძლება ყველამ დაიცვას კვების ეს სტილი. თუ ადამიანს აღენიშნება გარკვეული პათოლოგიები, მაგალითად იგივე თირკმლის დაავადება, ამ დროს შესაძლოა მოხდეს მდგომარეობის გამწვავება და პაციენტი სტაციონარშიც კი აღმოჩნდეს. მე მყოლია ძალიან ბევრი პაციენტი, რომლებიც დუკანის დიეტის შემდეგ ფაქტიურად ვერ დადიოდნენ, იყო განვითარებული კუნთოვანი სისუსტე, თავბრუსხვევა, ძილიანობა და სხვადასხვა ტიპის სიმპტომატიკა. დიაგნოსტიკური კვლევებით დადგინდა, რომ მათ აღენიშნებოდათ მინერალების დეფიციტი. სხვათა შორის მიდლტონის ქორწილის წინა პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტილისტებმა მას ძლივს მოუფიქრეს ვარცხნილობა იმის გამო, რომ დაემართა ბუდობრივი ცვენა, რომელიც შესაძლებელია, დაკავშირებული იყო დუკანის დიეტასთან. დუკანის დიეტაში ასევე არაა განსაზღვრული წყლის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.

საზაფხულო მონო დიეტა, რას გვეტყვით  საზამთროს დიეტაზე, რამდენად ეფექტურია ის და რას იტყვით .. განტვირთვის დღეებზე, ანუ შიმშილზე

იგივე შემიძლია ვთქვა მონო დიეტებზე. ისინი შესაძლებელია გაკეთდეს თვის განმავლობაში ორი ან სამი დღის მანძილზე, მონო დიეტა და განტვირთვის დღე ცხადია, არ გულისხმობს შიმშილს. ეს გახლავთ რომელიმე ერთი პროდუქტის არჩევა, მაგალითად ცილოვანი პროდუქტები ან ხილი, თუნდაც საზამთრო. საზამთრო შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რაც ორგანიზმში ჟანგბადის მომარაგებას უწყობს ხელს. საზამთრო ნახშირწლების მიხედვითაც ნაკლებ კალორიულია, ის მარტივ ნახშირწლებს შეიცავს და ისინი მარტივად იშლება და ცხადია, არის დიდი რაოდენობით წყალი, რომელსაც აქვს შარდმდენი ეფექტი. ეს კი ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, თუნდაც კვირაში ერთი დღე საზამთროს დიეტა დასაშვებია.

რაც შეეხება ცილოვან პროდუქტებს, მათი მეშვეობით განტვირთვა მიზანშეწონილია მხოლოდ სამი დღის განმავლობაში. ასევე განტვირთვისთვის შესაძლოა გამოვიყენოთ ბოსტნეული, რომელიც დაბალკალორიულია და სავსეა მინერალებითა და ვიტამინებით.

დიეტა საერთოდ არ გულისხმობს შიმშილს, გარკვეული პროდუქტების აკრძალვას, ეს არის საკვები პროდუქტების რაოდენობრივი შეზღუდვა და მათი სწორად გადანაწილება დღის მანძილზე.

ნიშნავს თუ არა ჯანსაღ ცხოვრების წესსზე გადასვლა იმას, რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ ცომეულს?

 ცომეულზე არც დიეტის დროს უნდა ვთქვათ უარი. როგორც ავღნიშნე, უნდა იყოს რაოდენობრივი შეზღუდვა. თუ ჩვენ ცომეულში განვიხილავთ ისეთ ტრადიციულ ქართულ კერძს, როგორცაა ხაჭაპური, ის არ უნდა იყოს ყოველდღიურ რაციონში. როდესაც ჩვენ პაციენტებისთვის ვადგენთ კვების რაციონს, მას ვაძლევთ არჩევანის შესაძლებლობას, აირჩიოს წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი და ა.შ. პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ პურს არ მიირთმევენ, ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი, მჭადი ზუსტად იგივე შემადგენლობისაა და პურის აკრძალვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მალე გავხდებით. ისევე როგორც წიწიბურის მირთმევა უსაზღვრო რაოდენობით არ ნიშნავს, რომ ჩვენ მარტივად დავიკლებთ წონაში.

ჩვენ არ ვემხრობით სწრაფ კვებას, რადგან სწორი კვების პრინციპების დროს ადამიანი უფრო მარტივად ეჩვევა რეჟიმს. ხანგრძილივი დიეტა, სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებში, ესაა არაქირურგიული კუჭის რეზექცია ანუ კუჭის კვეთა. ვინაიდან კუჭი გახლავთ კუნთოვანი ორგანო, სწორი კვების დაცვის დროს, ხდება მისი შემცირება ზომებში, რაც უკვე პრევენციაა იმისა, რომ სწრაფად არ მოხდეს დაკარგული წონის დაბრუნება.

 შაქარზე მინდა გკითხოთ, რამდენად მიზანშეწონილია მისი რაციონიდან სრულად ამოღება?

დიახ, ეს აბსოლუტურად მართებულია, თუ ჩვენ ვსაუბრობთ რაფინირებულ შაქარზე. რაფინირებული შაქარი მთლიანად უნდა იყოს ამოღებული საკვები რაციონიდან, ვინაიდან მას არაფერი დადებითი არ მოაქვს. შაქრის გამოყენება ესაა ჩვევა. საფრანგეთში ჩატარდა კვლევა ვირთაგვებზე, რომლებიც ორ ჯგუფად დაჰყვეს. ერთ ჯგუფს აძლევდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ხოლო მეორე ჯგუფს, შაქარს. გაირკვა, რომ ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა ნარკოდამოკიდებულების მოხსნა, ვიდრე შაქარზე დამოკიდებულების.

დიდი რაოდენობით რაფინირებული შაქრის გამოყენება იწვევს ნერვული სისტემის, მიელინიზაციის დარღვევას ანუ გარსის, რომელიც ნერვულ უჯრედებს აქვს და რომელიც უზრუნველყოფს იმპულსების სწორად გატარებას. რაფინირებული შაქარია ის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–სა და ჭარბი წონის განვითარებისთვის. არსებობს უამრავი პროდუქტი, ხილი თუ ბოსტნეული, იგივე ხორცი, ბურღულეული, რომელშიც შედის იმ რაოდენობის ნახშირწყლები, რომელიც ორგანიზმს სჭირდება.

შესაძლოა თუ არა წყალმა შეწყოს ხელი წონაში კლბას და მაი რა რაოენობა ითვლება დღიურა ანდარტად..

წყალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 65-70 პროცენტი შედგება წყლისგან, ლოგიკურია, რომ წყალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის. წყლის დეფიციტი ორგანიზმში იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ჭარბი წონის განვითარების. მაშინ, როდესაც წლით ადეკვატური მომარაგება ხდება, წონის კორექციაზეც ეს დადებითად მოქმედებს. წყალს აქვს შარდმდენი ეფექტი და სწორედ შარდს გამოაქვს გაფილტრული ნივთიერებები ჩვენი ორგანიზმიდან. ესაა ტოქსინები, შლაკები და ცხიმოვანი უჯრედები.

რაც შეეხება წლის მიღების წესს, მე არასოდეს შემიზღუდავს პაციენტებისთვის წლის მიღება, მათ შორის არც საკვების მიღების დროს. წელს მარტში ჩატარებული კვლევით, ამერიკელმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს, რომ წყლის მიღებას საკვებთან მიმართებაში არ აქვს გადამწვეტი მნიშვნელობა. მთვარია საკვები პროდუქტისა და წყლის ტემპერატურა არ იყოს ერთმანეთთან შეუთავსებელი. ამ შემთხვევაში ხდება გარკვეული ზემოქმდება კუჭის ლორწოვანზე, რაც ხელს უშლის საჭმლის მონელებას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეირ რეკომენდებულია, ჩვენი წონა გავამრავლოთ 0.033-ზე და მიღებული ციფრი არის ის რაოდენობა, რა რაოდენობაც უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში. საუბარია მინიმუმზე, რადგან ზაფხულში შეიძლება წყლის რაოდენობა გავზარდოთ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ საუბარია ჯანმრთელ ადამიანებზე და არა მათზე, ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა ან საშარდე სისტემის დაავადებები აწუხებთ.

გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2131027510255400/

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები