LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუკანის უპრეცედენტო დიეტა, ანუ გახდომა შიმშილის გარეშე

678

ექიმ-დიეტოლოგის, პიერ დუკანის სახელი მთელს მსოფლიოშია ცნობილი. მის პაციენტებს შორის არიან ჯენიფერ ლოპესი, პენელოპა კრუსი, ჟიზელ ბიუნდჰენი და სხვა ვარსკვლავები. 15 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეძლო ჭარბი წონის დამარცხება სწორედ დუკანის დიეტის დახმარებით. მისი ბესტსელერი „მე არ შემიძლია გავხდე“, რომელიც 2000 წელს გამოვიდა, გაყიდვებით მხოლოდ „ჰარი პოტერს“ ჩამორჩება. პროფესიით ნევროლოგმა პიერ დუკანმა სპეციალურად შექმნა 7 დღიანი კვების რაციონი, რომლის მიხედვითაც პაციენტმა პირველი 5 დღის მანძილზე 2 კილოგრამი დაიკლო, შემდეგი 2 დღის მანძილზე კი – 1.5 კგ.სწორედ აქედან დაიწო საუბარი დუკანის დიეტის ეფექტურობაზე საფრანგეთში და მოგვიანებით, დიეტოლოგმა საკუთარი წიგნიც დაწერა.

დიეტის არსი იმაშია, რომ ის არ ტოვებს შიმშილის შეგრძნებას ორგანიზმში. ესაა დაბალი ნახშირწლებითა და ცილებით გამდიდრებული რაციონი, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას შეუზღუდავად მიირთავს დასაშვები პროდუქტები. დუკანის დიეტას აქვს 4 ეტაპი. პირველი ორი ეტაპი წონის კლებასა და სასურველი წონის მიღებაში გვეხმარება, მომდენო 2 ფაზა კი ამყარებს უკვე მიღებულ ეფექტს.

დუკანის დიეტის ძირითადი პროდუქტები

საქონლის ხორცი, ხბოს ხორცი, სუბპროდუქტები, ქათმის ხორცი, უცხიმო ბეკონი;

თევზი და ზღვის პროდუქტები;

კვერცხი;

დაბალკალორიული რძის პროდუქტები;

დაბალკალორიული ყველი ტოფუ;

საერთო ჯამში ესაა 72 სახის პროდუქტი, რომლისგანაც ნებისმიერი სახის კერძის მომზადება შეიძლება. შესაძლოა კერძის მომზადებისას გამოიყენოთ სასურველი სუნელები, ასევე მარილი და პილპილი მცირე ოდენობით. ასევე ყოველდღე სასურველია 1.5 ლიტრი სითხის მიღება (წყალი, ჩაი, ყავა)

პირველი ეტაპი (შეტევის ფაზა)

ამ ეტაპზე დასაშვებია მხოლოდ ცილოვანი პროდუქტების მიღება. ამ დროის მანძილზე ადამიანი 1,5–4 კილომდე იკლებს

დღის მენიუ:

საუზმე: კვერცხისა და დაბალკალორიული რძისგან მომზადებული ბეკონი, თევზის ფილე, ჩაი ან ყავა

სადილი: ხბოს ან ქათმის ხორცი, მოხარშულ მდგომარეობაში ან შეზავებული სუნელებით

სამხარი: ზღვის პროდუქტები და პატარა ნაჭერი ყველი

ვახშამი: თევზი, იოგურტი ან კეფირი

მეორე ფაზა (კრუიზი)

ზემოხსენებულ რაციონს ამ ეტაზე ემატება 28 დასახელების ბოსტნეული, საერთო ჯამში კი ადამიანი 100 სახის სხვადახვა პროდუქტს იღებს. ამ დროს მიზანშეწონილი არაა ისეთი ბოსტნეულის მიღება, რომელიც დიდი ოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს. მაგ. ესაა კარტოფილი, სიმინდი და ბარდა. ამ დიეტით ერთი კვირის მანძილზე ადამიანი 1 კილოგრამს  იკლებს

მესამე ფაზა (კონსოლიდაცია)

ეს ფაზა გულისმობს კვების ძველ რეჟიმთან დაბრუნებას. 100 სახეობის პროდუქტს ემატება პური, მაკარონი, კარტოფილი, ბრინჯი, მცენარეული ზეთი, ხილი (ბანანისა და ყურძნის გარდა) და ტკბილეული. აუცილებელია დღის მანძილზე შვრიის ფაფისა და 3 კოვზი თაფლის მიღებაც. კვირაში ერთი დღე კი განტვირთვის ფაზაა და ის ეთმობა ცილოვან პროდუქტებს.

დღის მენიუ:

საუზმე: ერთი ჭიქა იოგურტი ან 200 გრამი ხაჭო, ქათმის ფილე, მოხარშული კვერხცხი და ჩაი

სადილი: უცხიმო თევზი, მოხარშული ბოსტნეული, ჩაი ან ყავა

სამხარი: ბოსტნეულის სუპი, ხორცი

ამ ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენი დაიკელით ამ დრომდე. თუ მხოლოდ 5 კილოგრამი, ეს ფაზა უნდა გაგრძელდეს 50 დღე, თუ 10 კილო-100დღე. კონსოლიდაციის ფაზის დროს ადამიანი 10 დღეში 1 კილოგრმას იკლებს

მეოთხე ფაზა (სტაბილიზაცია)

დუკანის დიეტის დამასრულებელი ფაზა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ პროდუქტები პირველი, ე.წ შეტევის ფაზიდან.

დღის მენიუ:

საუზმე: იოგურტი ან ყველის ნაჭერი, 200 გრამი ლორი, ყავა ან ჩაი

სადილი: მოხარშული ხორცის ფილე, დესერტის სახით იოგურტი

ვახშამი: ვიმეორებთ საუზმის მენიუს

დუკანის დიეტის პლუსები:

სხვა დიეტებზე მეტად ეფექტურია;

უსაფრთხოა და არ იწვევს სტრესს;

არ იწვევს შიმშილის გრძნობას;

დუკანის დიეტის მინუსები:

ზღვის პროდუქტები ხშირად საკმაოდ ძვირი ღირს;

არაბალანსირებულმა კვებამ შესაძლოა ორგანიზმში გარკვეული ვიტამინების დეფიციტი გამოიწვიოს;

არ გამოდგება ვეგეტარიანელებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები