LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლი მწვრთნელის თანაშემწედ – დღის ყველაზე კეთილი ისტორია

63

საფეხბურთო კლუბი Sporting Club 2 de Mayo პარაგვაიში ყველა კლუბისგან გამოირჩევა,რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელის ”ასისტენტი” მადლიერი და ერთგული ძაღლი,ტესაპარაა. ძაღლის და კლუბის ურთიერთობა იმით დაიწყო,რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლოს ხარა საგიერმა მშიერ ძაღლს ნამცხვარი უწილადა. მომდევნო დღეს საგიერს ძაღლი კლუბის საწვრთნელ ბაზასთან დახვდა და მას შემდეგ ბაზა არ დაუტოვებია. ტესაპარა გუნდის მთავარ მწვრთნელს თან ახლავს თამაშებზე,პრესკონფერენციებზე და ვარჯიშებზე,სადაც იგი ზოგჯერ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს კიდეც. ფეხბურთელების და მწვრთნელის თხოვნის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ძაღლს ბაზაზე საცხოვრებელი ადგილი გამოუყო,იგი ღამით გუნდის ბაზას იცავს, დღე კი მწვრთნელის ”ასისტენტია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები