LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძაღლის პატრონი 2-3 წლის წინ გარდაცვლილა, მას მერე ის სახლში არ წასულა”

220

ნონა ლოლუა სოციალურ ქსელში ემოციურ და დაუჯერებელ ისტორიას ყვება ძაღლზე, სახელად შექსპირზე.

შექსპირს საკმაოდ მძიმე ისტორია აქვს. როგორც ნონა ლოლუა ყვება, ძაღლს პატრონი 2-3 წლის წინ გარდაცვლილა და ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული. მას მერე შექსპირი სახლში არ წასულა და პატრონის საფლავთან ტრიალებს.

ამ ისტორიის გამო, ძაღლმა ნონა ლოლუას პატივისცემა დაიმსახურა და მას, სამსახურში წასვლამდე, ძაღლისთვის საკვები ყოველ დილას მიჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, ქალმა დაინახა რომ ძაღლმა საჭმლის ნაწილი, უპატრონოდ მიტოვებულ ლეკვებს წაუღო

“კუს ტბის ასახვევთან მდებარე ანტრეს შეფარებულმა უპატრონო ნაგაზმა ჩემი ყურადღება ჭკვიანი გამომეტყველებით და ღირსეული საქციელით მიიქცია. ანტრეს პერსონალს გამოველაპარაკე და მათ მიამბეს, რომ შექსპრის პატრონი 2-3 წლის წინ გარდაცვლილა და ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული. მას მერე შექსპირი სახლში არ წასულა, პატრონის საფლავს დასტრიალებს და იქვე ახლოს, ანტრეში დაიდო ბინა, სადაც სითბოს, სიყვარულს და საკვებს არ აკლებენ. შემეცოდა, შემიყვარდა და მას მერე თითქმის ყოველ დილას, სამსახურში წასვლამდე შევუვლი ხოლმე და საჭმელი მიმაქვს. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს შექსპირმა ისეთი რამ გააკეთა, თვალებს არ ვუჯერებდი. საჭმლის ნაწილი ჯერ თავად მიირთვა, მერე დარჩენილს პირი დაავლო და ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა.

გავყევი და რას ვხედავ-სასაფლაოს შესასვლელთან საცოდავად მობუზულ, უპატრონოდ მიტოვებულ სხვის ლეკვებს მიუტანა”, – წერს ის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები