LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალა და გამძლეობა, ბარსელონა: სპორტული სამყარო ბარსელონას გვერში დაუდგა

92

ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტს სპორტული სამყაროც გამოეხმაურა.

„ბარსელონა“ –„გული დამსხვრეულია ჩვენს ქალაქში მომხდარი ტერაქტით. მთელი ჩვენი ძალა და აზრები მიმართულია დაღუპულებისკენ, მათი ოჯახებისკენ და ბარსელონას მოქალაქეებისკენ“.

„ესპანიოლი“ – „ყველაზე ლამაზი ქალაქი მსოფლიოში – ჩვენი ქალაქია. ჩვენ ვგლოვობთ მასთან ერთად. ძალა და გამძლეობა, ბარსელონა!“

ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – „მინდა სამძიმარი და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს საყვარელ ბარსელონაზე საშინელი შეტევისგან დაღუპულების ახლობლებს. პროტესტს ვუცხადებ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ, ვისაც გვსურს სამყარო ძალადობისა და ზიზღის გარეშე, გაცილებით მეტნი ვართ. და ჩვენთვის პატივისცემა და ტოლერანტობა ცხოვრების საფუძველია“.

ხერარდ პიკე („ბარსელონა“) – „ჩვენს ქალაქზე შეტევის შემდეგ, ასე ერთიანი არასოდეს ვყოფილვართ. ჩემი სრული მხარდაჭერა მათ, ვინც ამ ბარბაროსობას შეეწირა“.

ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“) – „ყველანი შოკში ვართ იმისგან, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა“.

ლუის სუარესი („ბარსელონა“) – „შოკირებული ვართ ბარსელონაში მომხდარით. ჩემი სრული მხარდაჭერა ქალაქსა და ოჯახებს“.

მადრიდის „რეალი“ – „რეალი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბარსელონაზე მომხდარი შეტევის გამო. ჩვენი კლუბი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს დაზარალებულების, მათი ოჯახებისა და მეგობრების მიმართ. ასევე, იმედს გამოვთქვამთ, ინციდენტისას დაშავებულების მალე გამოჯანმრთელებაზე“.

კრიშტიანო რონალდო („რეალი“) – „შოკირებული ვარ ბარსელონადან მიღებული სიახლეებით. ყველანაირი მხარდაჭერა დაზარალებულთა ოჯახებს“.

სერხიო რამოსი („რეალი“)- „ბარსელონა… არა ტერორიზმს. არა შიშის დიქტატურას. შეაჩერეთ ტერორიზმი“.

გარეთ ბეილი („რეალი“) –„დღეს, ყველა ჩვენთაგანის აზრები ბარსელონასკენ არის მიმართული“.

ნეიმარი („ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი) – „დაე, ღმერთი დაეხმაროს ყველა ოჯახს. ვლოცულობთ ბარსელონასთვის“.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „ ამ ტრაგიკულ დღეს, ჩვენი ფიქრები დაზარალებულებთან, მათ ნათესავებთან და მეგობრებთანაა. შენთან ვართ, ბარსელონა“.

უნაი ემერი („პსჟ“-ის მთავარი მწვრთნელი) –„ძალიან განაწყენებულები ვართ ბარსელონადან სიახლეების გამო. სამწუხაროდ, კიდევ ერთი შავი დღის მოწმენი გავხდით. ჩემი მხარდაჭერა დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს“.

პაუ გასოლი (ესპანეთის ნაკრების კალათბურთელი) – „განაწყენებული ვარ ბარსელონაში მომხდარის გამო. ყველანაირი მხარდაჭერა დაზარალებულთა ოჯახებს ამ რთულ დროს“.

რაფაელ ნადალი (ესპანელი ჩოგბურთელი) – „განადგურებული ვარ ბარსელონას ამბების გამო. ჩემი მხარდაჭერა დაზარალებულებსა და ქალაქს“.

ფერნანდო ალონსო (ფორმულა 1-ის პილოტი) – „იმედგაცრუებული ვარ ბარსელონაში მომხდარით. ამ რთულ დროს, დაზარალებულთა ოჯახების გვერდით ვარ. საკმარისია!“

 

ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ტურის ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. პრიმერას მორიგი გათამაშება დღეს იწყება – „ლეგანესი“-„ალავესი“ 2 მატჩით.

შეგახსენებთ, 17 აგვისტოს,, ბარსელონაში თავდასხმა მოხდა. რამბლას მოედანზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები