LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალა, რომელიც ქართულ ეკონომიკას ამოძრავებს

51

2016 წელს ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინვესტიციები იყო – ამის შესახებ ეროვნულ ბანკში აცხადებენ.

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წელს 2.7 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მომსახურების დარგებს მიუძღვის, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იყო ინდუსტრიული დარგების წვლილიც.

“ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი სამშენებლო დარგი იყო, რომელიც წლის განმავლობაში 8.1 პროცენტით გაიზარდა. მშენებლობის ზრდა მაღალი იყო როგორც მთავრობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე კერძო სექტორის მშენებლობების შედეგად. მშპ-ს ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამაც.

უმსხვილესი დარგის, ვაჭრობის ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 1.8 პროცენტი შეადგინა. ვაჭრობის დარგის ზრდა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგანაც ამ დარგში მუშაობს კერძო სექტორში დასაქმებულთა ყველაზე დიდი ჯგუფი.

2016 წელს კი ჯამში, ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინვესტიციები იყო, რომელთა წვლილმა რეალურ ზრდაში 2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ინვესტიციების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა. კერძო სექტორიდან კი ძირითადი აქტიურობა მოდიოდა მშენებლობის სექტორზე”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები