LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალადობის მსხვერპლი 10 წლის გოგონა ფეხმძიმედაა

152

10  წლის ფეხმძიმე გოგონამ აბორტზე უარი განაცხადა. გოგონა ინდოეთში ცხოვრობს და ის მისმა ნათესავმა რამდენჯერმე გააუპატიურა.

ამის შესეხებ ვრცელ სტატიას BBC აქვეყნებს.

ჩენდიგარის სახელმწიფო იურიდიული მომსახურება ორგანოს წარმომადგენლის, მაჰავირ სინის შეფასებით, „ინდოეთის მედიაში არაერთი ამბავი გაშუქებულა 14-15 წლის მოზარდთა ფეხმძიმობის შესახებ, მაგრამ  პირველია 10 წლის ბავშვის ფეხმძიმობის ამბავი“.

მოძალადე ნათესავი ამჟამად ციხეში სასჯელს იხდის. გოგონა დაკითხვისას შეფასდა, როგორც ბედნიერი ბავშვი, რომელიც ხშირად იღიმის, თუმცა ის მორიდებული და მორცხვია.

28 ივლისს ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პეტიცია, შეეწყვიტათ 32 კვირის ორსულობა. ექიმის განმარტებით, ეს პროცედურა 10 წლის ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საკმაოდ რისკიანი იქნებოდა. მისივე თქმით, ნაყოფის განვითარება კარგად ხერხდება. ინდოეთის კანონმდებლობა არ იძლევა ორსულობის 20 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთების საშუალებას, თუ ეს უკანასკნელი დედის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ხელისშემშლელი არ არის.

10 წლის გოგონამ ფეხმძიმობა 3 კვირის პერიოდში შეიტყო, როცა ის მუცლის ტკივილზე მიუთითებდა და დედამ ექიმთან წაიყვანა. ბავშვს უთხრეს, რომ მას მუცელში დიდი ქვა აქვს, რაც სწორედ ტკივილის გამომწვევი მიზეზია. ბოლო დღეების განმავლობაში გოგონას სახლთან ხშირად იყრიან თავს პოლიციელები, სოციალური მუშაკები და მედიის წარმომადგენლები.

სტატისტიკა ინდოეთში მცირეწლოვან გოგონებზე  სექსუალური ძალადობის შესახებ ასეთია:

  • 16 წლამდე ასაკის ბავშვს ყოველ 155 წუთში აუპატიურებენ, 10 წლამდე ასაკის ბავშვს – ყოველ 13 საათში;
  • 2015 წელს 10,000 ბავშვზე მეტი გააუპატიურეს;
  • ინდოეთში მცხოვრები 240 მილიონი ქალი 18 წლამდე ასაკში დაოჯახდა;
  • სექსუალური ძალადობის ზოგიერთი ფორმა ბავშვთა 53.22%-ს გამოუცდია;
  • მოძალადეთა 50%-ზე მეტს ძალადობის მსხვერპლი ბავშვები იცნობდნენ და ენდობოდნენ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები