LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ახლოს ვართ მიზანთან, რომელიც დაუსახასა კონსტიტუციო კომისიას პარლამენტმა – კობახიძე

43

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მიზანთან, რომელიც დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტმა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, საერთაშორისო კონფერენციაზე – „საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას ორი რამ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი – კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტზე მუშაობის პროცესი და თავად ცვლილებების შინაარსი.

„როდესაც შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, ორი ძირითადი მიზანი დაუსახა მას საქართველოს პარლამენტმა: პირველი – ეს იყო კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მეორე უმთავრესი ამოცანა გახლდათ ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის ჩაყრა.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მიზანთან, რომელიც დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტმა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობა სხვადასხვა ფორმატში წარიმართოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ფორმატში ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, თავისთავად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია უზრუნველყოფს ძალიან ფართო ჩართულობას სხვადასხვა დაინტერესებული მხარისა რეფორმის პროცესში- 73 წევრია წარმოდგენილი კომისიაში, სხვადასხვა სუბიექტი, საპარლამენტო პარტიები, არასაპარლამენტო პარტიები, კონსტიტუციური ორგანოები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გაიხსნას ეს პროცესი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება, სადაც დაინტერესებული ადამიანების ძალიან ფართო წრეს აქვთ დისკუსიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები