LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან ახლოს ვართ სასურველ შედეგთან” – მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე

80

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევრიპულმა ინსტიტუტებმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

“მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, მათ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა.

დიდი მადლობა ყველას ვინც ამისთვის იშრომა საქართველოში და ევროკავშირში. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ სასურველ შედეგთან.

საქართველო ურყევად და შეუქცევლად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ამ გზაზე კიდევ ბევრი მიღწევა და შედეგი ელოდება ჩვენს ყველა მოქალაქეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში გატარებული რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

ჩვენ ასე თანამიმდევრულად განვაგრძობთ მუშაობას.

საქართველო ევროპაა და თანდათან ეს სულ უფრო საგრძნობი გახდება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის,” – ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭომ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

“2016 წლის 7 დეკემბერს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს სახელით ევროპარლამენტთან შეთანხმებული ტექსტი შეჩერების მექანიზმის განხილვის რეგულაციაზე, რომელიც, შეიძლება, გამოყენებულ იქნას ყველა არსებული ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებებთან მიმართებაში. შეთანხმების მიღწევა მოხდა ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკომისიის შორის,” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები