LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ბევრი ფული: რამდენს აიღებენ ჩემპიონთა ლიგის მონაწილეები

53

ჩემპიონთა ლიგის მონაწილეები ჯამურად თითქმის 2 მილიარდ ევროს იშოვიან.
შემოსავალი ოთხი მხრიდან წამოვიდა.

საპრიზო ფული, რომელსაც ლიგის მონაწილეები მიიღებენ, 19.95 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

როგორც Calcio e Finanza იუწყება, გასულ სამ სეზონში საუკეთესო ევროპულ გუნდებს ერთად 1.4 მლრდ ევრო დაურიგეს. ახალ სეზონში, ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული თითოეული ფრე ტურნირის მონაწილეს 900 ათას ევროს მოუტანს, მოგება – 2.7 მლნ ევროს.

პლეი-ოფში გასვლისთვის 9.5 მლნ ევროა გათვალისწინებული, ¼ ფინალში – 10.5 მლნ, ½ ფინალში – 12 მლნ. ფინალისტები 15 მლნ ევროს მიიღებენ, გამარჯვებული კიდევ 4 მილიონს.

შედეგებისთვის მიღებული თანხების გარდა (585 მლნ), გუნდები ტელეუფლებების გაყიდვიდანაც იშოვნიან ფულს (292 მლნ) და „ბრენდირებული და ისტორიული გადახდიდანაც“ (585 მლნ), ასევე მიიღებენ ფიქსირებულ თანხას მონაწილეობისთვის (თანაბრად არის გაყოფილი 32 გუნდს შორის, 488 მლნ).

ისტორიული გადახდა განაწილდება კლუბების ბოლო 10 წლის რეიტინგების მიხედვით. მაგალითად, ამ პუნქტით, 9 წლის წინანდელის გამო, „ინტერი“ უფრო მეტს ფულს აიღებს, ვიდრე „რომა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები