LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ხშირად პრობლემა არა ბავშვში, არამედ მშობელშია – თამარ გაგოშიძე

4558

„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის ლექციას აქვეყნებს.  ლექციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ „საკუთარი და მშობლის ემოციების მართვა“. დასმულ შეკითხვას, როგორ ვმართოთ ეს ემოციები 21-ე საუკუნეში, უამრავი პრობლემისა და დაბრკოლების ფონზე, ცნობილი ფსიქოლოგი ამომწურავად პასუხობს:

“არსებობს ასეთი ტრენინგი მშობლებისთვის, როგორ უნდ გავიგოთ ბავშვის ემოცია, მერე საკუთარი და ხელი შევუწყოთ ამ ემოციის რეგულაციას. რომ გაჩერდი მშობელი, შენს თავს რომ შეხედე, ყვირილისა და ნერვების მოშლის დროს უცბად რომ გააცნობიერებ, რომ აი რა გაყვირებს, აი ეს უკვე საკუთარ თავზე მუშაობის დაწყებაა.საკუთარი თავის ანალიზი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეჩერება და თავის თავის ყურება უმნიშვნელოვანესია. ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე საქმე დაწყებული გაქვს. რა უნდა ვქნათ, როცა პრობლემას აღმოვაჩენ, აი ზუსტად ამის რაციონალიზაცია და ამაზე ფიქრი ნიშნავს, რომ უკვე დახმარებაც შეგიძლია მოითხოვო.

როდესაც მშობელს ვეუბნები, რომ ჯობს თქვენით დავიწყოთ ფსიქოთერაპევტთან მუშაობა, ძალიან ხშირად მშობელი აპროტესტებს. ამ დროს ძალიან ხშირად პრობლემა არა ბავშვში, არამედ მშობელშია. უკვე როცა მშობელი ამას აცნობიერებს, თავად ითხოვს შველას, ეს ნახევარი საქმეა. დანარჩენი ტექნიკის საქმეა. ყველაზე დიდი დრო მიაქვს პრობლემის იდენტიფიკაციას, სანამ მშობელი თვითონ დაინახავს და აღიარებს პრობლემას.

ყველა დედამ იცის, რომ როდესაც ბავშვი ტირის, მას იგნორირებას ვერ გაუკეთებ. როდესაც მას შია, ან დაიღალა, მაშინ ტირილს იგნორირებას ვერ გაუკეთებ. უნდა მხარი დაუჭირო მას, ხოლო როდესაც კამფეტს ითხოვს, უნდა იგნორი გაკეთო. ამიტომ მშობლისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ თავში ჩახევდა, საკუთარი ისტორიის გახსენება. აი შენ მსგავს სიტუაციაში რას გრძნობდი. არ გვახსოვს ხოლმე, არადა ამ ტიპის ტრენინგები ეხმარება მშობელს დაკარგული იდენტობის პოვნაში. ამ მშობელსაც ვერ გაუგია, მშობელიც უნდა იყოს, ცოლი ან ქმარიც უნდა იყოს, კარგი კოლეგაც უნდა იყოს დ იმუშაოს, თორემ სამსახურიდან გამოაგდებენ. ამ დროს ის ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. მე რომ მკითხოთ, დღევანდელი მშობლობა გმირობაა. ამიტომ პირველ რიგში ემოციური ვენტილაცია მშობელს სჭირდება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები