LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა“

48

”ის რაც ხდება ტელეეთერის მეშვეობით, ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, თუმცა ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა, რომლის განმასახიერებლები არიან ელისაშვილი და ნატა ფერაძე“, -ეს განცხადება „ტვ პირველის“ ეთერში ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

იგი თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოხმაურა, რომელმაც კობახიძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა:

”არ ვაპირებ ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას, უბრალოდ გავიმეორებ, რომ 2012 წლამდე მისი აქტიურობა არ მახსოვს, არც მისი თანამოაზრეების მხრიდან, რისი თვითმხილველიც ვართ 2012 წლის შემდეგ. ზოგადად გეტყვით იმ პროექტებს, რომელთა ერთ-ერთი განსახიერებაც არის ალეკო ელისაშვილი. კარგად მახსოვს როგორ შეიქმნა ალეკო ელისაშვილისგან „რუსთავი 2”-ის მიერ ხატი, როგორც გულანთებული ადამიანის, ეს ის დრო იყო როცა ”რუსთავი 2”-ში ბუზიც ვერ შეფრინდებოდა ”ნაციონალების” ნებართვის გარშე. ეს პროექტი დაიწყო 2012 წლამდე და გრძელდება ახლაც.”

კობახიძის თქმით, ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე ალეკო ელისაშვილის ასეთი აქტიურობა 2012 წლამდე არ ახსოვს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები