LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ჩემზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩნდეს – ნინო ბურჯანაძე

29

“ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ჩემზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩნდეს,” – ეს განცხადება ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჩემზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩნდეს, უკაცრავად საზოგადოებასთან ასეთი არათავმდაბლური განცხადებისთვის, მაგრამ თუ გამოჩნდება ასეთი, რომელიც ერთი კრიტერიუმით მაინც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე ნინო ბურჯანაძე, თქვენი ეთერის მეშვეობით პირობას ვდებ, რომ მე არავითარ შემთხვევაში არათუ კენჭს არ ვიყრი, არამედ მას მხარსაც დავუჭერ,“ – აღნიშნა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის განცხადებით, საკუთარ თავზე უკეთესად ის მიიჩნევდა უფრო გამოცდილ, უფრო კომპეტენტურ, უფრო კარგი კონტაქტების მქონე და უფრო გამბედავ კანდიდატს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები