LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი“ – მაიკლ ბუბლეს მეუღლემ სიჩუმე დაარღვია

112

მაიკლ ბუბლეს მეუღლემ, ლუისიანა ლოპილატომ ხანგრძლივი სიჩუმე დაარღვია და ვაჟიშვილის გამოჯანმრთელების შემდეგ მედიას ინტერვიუ პირველად მისცა.

მსახიობმა, რომელიც ოჯახთან ერთად არგენტინაში დაბრუნდა, პრეს-კონფერენცია გამართა და სამი წლის ვაჟიშვილის ქიმიოთერაპიის კურსებისა და გამოჯანმრთელების პროცესზე ისაუბრა.

ლუისიანამ მადლობა გადაუხადა ექიმებს, მისი ახალი ფილმის პროდიუსერებს, რომლებმაც მისი ამ პრობლემის გამო ფილმის გადაღებები შეაჩერეს.

„მადლობა ღმერთს, რომ ჩემი შვილი კარგად არის. როდესაც მსგავსი რამ ხდება, შენი ცხოვრება მთლიანად იცვლება. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში. ახლა ცხოვრებას იმაზე მეტად ვაფასებ, ვიდრე აქამდე. მადლობა ადამიანებს თანადგომისთვის და ლოცვისთვის, ამ ყველაფრის გარეშე ჩვენ ვერ გავიმარჯვებდით.

ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან ის ძალიან სენსიტიურ განცდებს შეეხება, მაგრამ როდესაც ხალხი მაჩერებს ქუჩაში და წარმატებებს მისურვებს, ვგრძნობ, რომ გარშემორტყმული ვარ ადამიანებით, რომლებსაც ვუყვარვარ“.

შეგახსენებთ, რომ ნოას გამოჯანმრთელებამდე ლუისიანამ და მაიკლმა კარიერაზე უარი თქვეს. ამჯერად კი, ორივე მათგანი თავის საქმიანობას დაუბრუნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები