LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მომრავლდა პოპულისტური ჯგუფები“ – პრინცი ჩარლზი ტრამპს აკრიტიკებს

59

დონალდ ტრამპის ბრძანებამ, ამერიკის ტერიტორიაზე მუსლიმი დევნილების არშეშვებასთან დაკავშირებით, ბევრ ცნობილ ადამიანში ბრაზი გამოიწვია, მათ შორის იყვნენ ეშტონ კატჩერი, კიმ კარდაშიანი, ჯენიფერ ლოპესი. ამჯერად, მათ რიცხვს პრინცი ჩარლზი შეუერთდა.

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ მიგრაციის საკითხისადმი დაინტერესება გამოხატა და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ადამიანი მას არ დაუსახელებია, ყველა კარგად მიხვდა, რას გულისხმობდა ელისაბეტ მეორეს ვაჟი.

„დევნილების განცდები და პრობლემა უცხო ქვეყანაში ჩასვლით არ მთავრდება. დღესდღეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მომრავლდა პოპულისტური ჯგუფები. ისინი აგრესიულად არიან განწყობილნი უმცირესობის რწმენისადმი. ყველაფერი ეს 1930-იანი წლების საშინელ დღეებს მახსენებს. ჩემი მშობლების თაობის დიდი ნაწილი უსამართლობასთან, ექსტრემიზმთან და ევროპის ებრაული ნაწილის განადგურებასთან ბრძოლის წინააღმდეგ დაიღუპა“, – განაცხადა ჩარლზმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები