LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან საშიში ფილმი სანდრა ბალოკის მონაწილეობით (თრეილერი)

2106

დღეს ინტერნეტში სანდრა ბალოკის მონაწილეობით ახალი ფილმის თრეილერი გავრცელდა. „ჩიტის ყუთი“ ასე ჰქვია ახალ ფსიქოლოგიურ თრეილერს, რომელიც საშინელებათა ჟანრის ფილმების მოყვარულებს მოეწონებათ. ფილმი კინოკომპანია „ნეტფლიქსმა“ გადაიღო და ის მარტოხელა დედის ამბავს გვიყვება, რომელიც პოსტაპოკალიფსურ პერიოდში ორ შვილთან ერთად სახლიდან გარბის. თრეილერიდან ჩანს, რომ ფილმი საკმაოდ საშიში და დაძაბულია.

ცნობილია, რომ პოსტაპოკალიფსური „ჰორორი“ ჯოშ მალერმანის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღეს. ფილმის მსოფლიო პრემიერა 21 დეკემბერსაა დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები