LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძებნილი მამაკაცი ბუნდესტაგის არჩევნებზე ხმის მისაცემად მთვრალი მივიდა

44

46 წლის წლის კაცი, რომელიც ძებნაში იმყოფებოდა,  ქალაქ გუბენის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ,ბუნდესტაგის არჩევნებში ხმის მისაცემად მაინც მივიდა. ამის შესახებ Time წერს. გამოცემის ცნობით, მას თან არანაირი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა და  ხმის მიცემაზე უარი უთხრეს. რის შემდეგაც აღშფოთებულმა მამაკაცმა სკანდალი მოაწყო, უბნის წარმომადგენლებმა სიტუაციის აღმოსაფხვრელად უბანზე პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მისი ვინაობის გარკვევისას აღმოაჩინეს, რომ კაცი ძებნილი იყო და 7-თვიანი სასჯელი უნდა მოეხადა, ის ადგილზევე დააპატიმრეს.

გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები