LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძირგამძვრალი ფეხსაცმლის ამბავი 90-იანი წლებიდან

160

ერთ-ერთი ემიგრანტების გვერდზე სახელწოდებით „ჩვენ ამერიკაში“, გამოჩნდა საინტერესო ამბავი 90-იანი წლებიდან, რომელსაც საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი იხსენებს.

„ძირგამძვრალი ფეხსაცმელი.

სამსახურიდან გამათავისუფლეს (ნუ გიხარიათ, 90-იანი წლების ამბავს ვყვები). ჰოდა, ჩემს ბედზე ამერიკის საელჩომ USAID-ის სახელმწიფო განვითარების პროექტებზე გამოაცხადა კონკურსი რეგიონალური დირექტორის თანამდებობაზე…

ვიფიქრე: ამათთან მაინც არ მოდის ჩაწყობა და მოდი, კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, იქნებ, გამიმართლოს-თქო.

ორი კვირის შემდეგ ტელეფონზე დამირეკეს და შემატყობინეს, რომ კონკურსში გავიმარჯვე და სასწარაფოდ უნდა გამოვცხადებულიყავი ოფისში.

წამოვხტი გახარებული, ვეცი ტანსამოსს და ვხედავ, ფეხსაცმელზე ძირია ამძვრალი.

– წებოოო!!! – ვიღრიალე სასოწარკვეთილმა. რამდენიმე წუთში ჯულის “ბუტკიდან” წებოც მომირბენინეს. (ნისიად)

ვაქივლე შიგნიდან გარედან წებო ფეხსაცმელში და ჩემს ნატანჯ 06-ს მოვაფრინდი.

კოლმეურნეობის მოედანზე იმდენხანს ვეწვალე საცობიდან თავის დაღწევას, რომ მარხცენა ფეხი “ცეპლენიაზე” მიმეწება და გადმოსვლის დროს ფეხსაცმლის ძირი ზედ შერჩა…

– ძმურად, შეგიძლია, ფეხსაცმელი მათხოვო 15 წუთით? შენ მანქანაში დამელოდე და თუ გადაგადო არაკაცი ვიყო, ახლავე დავბრუნდები-თქო, ვთხოვე შემთხვევით გამვლელ ახალგზრდა მამაკაცს. ტიპმა ცერა თითი მიიტანა საფერთქელთან, უნდოდა ხელის კომბინაციით ეჩვენებინა, ხომ არ უფშვტენო, მაგრამ ჩემს გაჭირვებულ სიფათს რომ შეხედა დამთანხმდა. მართალია, 2 ზომით დიდი აღმოჩნდა, მაგრამ რას დავეძებდი. ისეთი ფაცხა-ფუცხით გავიარე კორიდორი, დაცვის თანაშრომელმა ორჯერ დამაწია გამძვრალი ფეხსაცმელი.

შეხვედრამ ბრწყინავალედ ჩაიარა…

***

– მადლობა ძმა! დამნიშნეს! – ვეუბნები ჩემს მოლოდონში შეწუხებულ უცნობს და ფეხსაცმელს ვაწვდი.

-სად დაგნიშნეს?

-პროექტების რეგიონალურ დირექტორად…

– შაყირობ?

– არა, შენს თავს ვფიცავარ!

– ჩემს თავს? დამცინი?

– რატომ დაგცინი? ძმა ხარ ჩემი…

– იურისტი არ გჭირდება?

ჩემი გადამრჩენი, დავით ანდღულაძეც უმუშევარად დარჩენილი იურისტი აღმოჩნდა, რომელმაც თითქმის 3 წელი იმუშავა ჩემს პროექტზე თანაშემწედ და დღეს უკვე დანიაში ერთ-ერთი უნივერისტეტის პროფესორია.

გაიხარე დავით… დღეს ახალმა ფეხსაცმელმა ცოტა მომიჭირა და ძველი ფეხსაცმელის ისტორია გამახსენდა. 🙂

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები