LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერ შტორმს აშშ-ში 3 ადამიანი ემსხვერპლა

95

ძლიერ შტორმს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძლიერი შტორმი ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს.

დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო მიჩიგანის შტატში 300 ათას ოჯახზე მეტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლაც. აეროპორტებში ათასობით მგზავრი გადადებული რეისების გამოა ჩარჩენილი.

მინესოტაში სინოპტიკოსები მოსახლეობა მოსალოდნელი ქარბუქის შესახებ აფრთხილებენ. შტატის უმეტეს ნაწილში ნახევარ მეტრამდე თოვლს პროგნოზირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები