LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი აფეთქება თურქეთში – არის მსხვერპლი

111

თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 20 კი დაშავდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, შემთხვევა ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

აფეთქება, თვითმხილველების თქმით, ძალიან ძლიერი იყო, ხმა რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც გაიგეს.

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ დეტონაციის შემდეგ გასროლის ხმებიც ისმოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბომბი მანქანაში აფეთქდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები