LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი დაკვამლიანება თბილისში – როგორ მოვიქცეთ, ინტოქსიკაცია თავიდან რომ ავირიდოთ

137

თბილისში, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის გამო, მიმდებარე  ტერიტორია ორი დღეა, დაკვამლულია. ადამიანები, რომლებიც ხანძრის კერის ახლოს ცხოვრობენ და მუშაობენ,  გამონაბოლქვის სუნთქვა უწევთ.  სადგურის მოედნის მიმდებარედ მცხოვრებლები და მოვაჭრეები აცხადებენ,  რომ კვამლმა მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა. ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის  განცხადებით, ხანძრის შედეგად გაჩენილმა კვამლმა ინტოქსიკაცია გამოიწვია და ამის გამო  მედიკამენტების მიღება დასჭირდა, ახლა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

ერთ-ერთი ქალი კი, რომელიც ე.წ. ”ბავშვთა სამყაროს” ახლოს მდებარე კოპრუსში ცხოვრობს, ამბობს, რომ კვამლის სუნი მთელი დღეა ტრიალებს, რაც საკმაოდ შემაწუხებელია.

 

”ძალიან ბევრი ქიმიკატი დაიწვა. საშინელი სუნია. გუშინდელიდან მოყოლებული, დღესაც ანალოგიური სიტუაციაა.

კვამლი კი შემოდიოდა, მაგრამ ამაზე როგორ ვიფიქრებდი, როცა ამდენი ადამიანი დაზარალდა. წარმომიდგენია მათი მდგომარეობა და ამას ძალიან განვიცდი.”

 

 

როგორ დავიცვათ თავი კვამლით გამოწვეული  პრობლემებისგან – ექიმის რჩევები

იმის გამო, რომ  მასშტაბური ხანძრისგან წარმოქმნილი კვამლი  ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ექიმი, მარინა გურგენიძე მოსახლეობას რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაცას აძლევს :

 

  1. როდესაც  მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, პირველ რიგში, აუცილებელია, მაქსიმალურად მცირე დროში დატოვოთ ტერიტორია და გაიკეთოთ პირბადე.
  2. წყლით უნდა ამოიწმინდოთ თვალები  და მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე.
  3. იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ სხეულის სისუსტეს, გაქვთ გულის რევის შეგრძნებას ან  პირღებინება, საჭიროა ექიმითან ვიზიტი და მისი მეთვალყურეობა.
  4. კვამლიან გარემოში დიდხანს ყოფნა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და სპეციალური აირწინაღის გარეშე ტერიტორიაზე არ უნდა გაჩერდნენ.

30 იანვარს გამთენიისას, თბილისში, “ვაგზლის მოედანზე” ხანძარი გაჩნდა. ძლიერი ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად განადგურებულია. დამწვარია ათეულობით მოვაჭრის სავაჭრო ინვენტარი და პროდუქცია.   დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი განადგურდა.

ხატია ქირია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები