LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ხანძარი პორტუგალიაში – ადგილზე 1300 მეხანძრეა მობილიზებული

52

პორტუგალიაში ხანძრის 20 კერაა, რომელთაგან მხოლოდ ხუთია ჩაქრობის სტადიაში. სამოქალაქო თავდაცვის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოებში  1300 მეხანძრე, 14 ვერტმფრენი, თვითმფრინავი და სახმელეთო ტექნიკა მონაწილეობს.

ყველაზე რთული ვითარება მონშიკის პროვინციაშია, საიდანაც ხანძრის გამო, ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. აქ ხანძარს 800 მეხანძრე და ათობით ავიაცია ებრძვის.

სტიქიის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართულია ასი სამხედრო მოსამსახურე.

ქვეყნის 11 რეგიონში საშიშროების „წითელი დონე“ ნარჩუნდება. დღეს, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია, შაბათს კი ტემპერატურული რეკორდი – 46,8 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები