LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ნისლის გამო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვერ ჩამოფრინდა

67

ძლიერი ნისლის გამო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  მევლუთ ჩავუშოღლუს საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე საათით გადაიდო.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში უკრაინიდან, წუხელ ღამით უნდა ჩამოფრენილიყო. საგარეო საქმეთა სამინისტროში დილით დაგეგმილი შეხვედრა კი დღის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.

ამას გარდა, ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ დაგეგმილი ათამდე რეისი ვერ შესრულდა.

სინოპტიკოსები კი ამბობენ, რომ თბილისში ძლიერი ნისლი კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში შენარჩუნდება, დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ კი ხილვადობა გაუმჯობესდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები