LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქარის გამო “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

74

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტექნიკურმა სამსახურმა აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა უკვე მოახერხა.

„სამუშაოებისთვის საჭირო სარეზერვო მასალები ოპერატიულად იქნა მობილიზებული. ამ დროისათვის, რაიონულ ცენტრებს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია. თუმცა, დილით საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო, მოტეხილმა ხეებმა დააზიანა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები. კომპანიის ზარალი საკმაოდ დიდია. ძირითადი შეზღუდვები იყო და ნაწილობრივ ახლაც გრძელდება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რაგიონებში. ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ მოხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“, – ნათქვამია “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები