LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქარის გამო თბილისიდან ავიარეისი გადაიდო

47

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა ძლიერმა ქარმა შეაფერხა, Turkish Airlines-ის რეისი სტამბოლის მიმართულებით ვერ შესრულდა, თელ-ავივიდან თბილისისკენ მომავალ თვითმფრინავს კი ჯერ ერევანში მოუხდა დაჯდომა, საქართველოში 3 საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა.

პრობლემები შეექმნათ სხვა ავიაკომპანიებსაც, Pegasus, Fly Dubai და „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავებმა ჰაერში დედაქალაქს რამდენიმე წრე დაარტყეს და ამის შემდეგ მოახერხეს აეროპორტში დაჯდომა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები