LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 205 შეტყობინება შევიდა

102

ამ დროის მონაცემებით, თბილისში ძლიერი წვიმის გამო შემოსულია 205 შეტყობინება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონიდან, სადაც ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზაზე და დატბორა რამდენიმე შენობის სარდაფი, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.

უწყების ცნობით, ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსნეებთ, თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო “გალერია თბილისის“ პარკინგსა და რამდენიმე მაღაზიაში წყალი ჩავიდა.

უამინდობის გამო, გომბორის უღელტეხილისკენ მიმავალი გზები გადაკეტილია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თბილისი-ბათუმის, ზუგდიდი-თბილისისა და ფოთი-თბილისის მატარებლების მოძრაობაც შეფერხდა.

ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის შკვალური გაძლიერებაა მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება და ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები