LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმის ქუჩების ნაწილი დაიტბორა

125

აჭარის სანაპირო კურორტებზე ძლიერი წვიმაა. შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, რის გამოც ქვეითებსა და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ. წვიმის შედეგად გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩები დაიტბორა.

26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთასთან საპატრულო ეკიპაჟები იმყოფებიან. ქუჩების ნაწილი ყვითელი ლენტით გადაკეტეს და ავტომობილებს ალტერნატიული გზით გადაადგილებისკენმოუწოდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები