LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი წვიმის შედეგად კახეთში, გორსა და გარდაბანში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა

65

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად  კახეთში, გორსა და გარდაბანში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა.

„​კახეთი – დაიტბორა სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხი სოფელი. სულ შემოვიდა ექვსი შეტყობინება. კახეთში საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

​გორი – დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. სულ შემოვიდა 18 შეტყობინება. მაშველების მიერ ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი სამი ოჯახი.​ ​ამ დროისთვის გორში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

​გარდაბანი, სოფელი კრწანისი – დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. სულ შემოვიდა ოთხი შეტყობინება. მაშველების მიერ 11 ოჯახიდან განხორციელდა 15 ადამიანის ევაკუაცია.

​სოფელ კრწანისში საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დილის 06:00 საათზე განახლდება,” – აღნიშნულია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

სამსახურის ცნობით, ​სტიქიის შედეგად არცერთ რეგიონში მოქალაქეები არ დაშავებულან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები