LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი წვიმის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მეწყერი ჩამოწვა

197

ძლიერი წვიმის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ზვარესა და მერისში მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნულ სოფლებთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. როგორც ქედის მერმა ლევან გორგილაძემ განაცხადა, შიდა სასოფლო გზების გაწმენდას საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა დილიდან ახორციელებს.

მისივე თქმით, სოფლებში ზვარესა და მერისში გადაადგილება მალე აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები