LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა ქარმა დიდ დიღომში ერთ-ერთ რესტორანს სახურავი გადახადა

35

ძლიერმა ქარმა დიდ დიღომში რესტორან „რიტონს“ სახურავი გადახადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე არის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და არსებობს მათი დაზიანების საფრთხე.

სწორედ ამ მოსალოდნელი საფრთხის გამო, ადგილზე  კომპანია „თელასის“ ჯგუფი მუშაობს.

ამ დროისთვის, ძლიერი ქარია სანზონაშიც.

გურამიშვილის გამზირზე კი ძლიერმა ქარმა ხე წააქცია.

ამინდის გაუარესების გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. უწყება მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები