LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა ქარმა ოზურგეთში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა

71

ოზურგეთის მუნიციპალიტეტიში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. როგორც ოზურგეთის მერიაში განაცხადეს, დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა. წაქცეულია ხეები და დაზიანებულაი გაზსადენი მილები.

„ოზურგეთის მერი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სტიქიის ადგილზე იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ”,- აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

სტიქიამ ოზურგეთის რაიონის სოფელი ნაგომარიც დააზარალა. ძლიერმა ქარმა ადმინისტრაციულ შენობას სახურავი გადახადა. პრობლემები შეექმნა რამდენიმე კერძო სახლს. მოთხრილია ხეები, წაქცეულია ელექტრო ბოძები.

სპეციალურ კომისია ზარალს ხვალიდან დაითვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები