LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა – სამაშველო სამსახურში უკვე ათეულობით შეტყობინებაა შესული

33

ძლიერი ქარით შექმნილი პრობლემების გამო, თბილისიდან და რეგიონებიდან საგანგებო სიტუეციების სამსახურში რამდენიმე ათეული შეტყობინება შევიდა, – ამის შესახებ „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტავენ, მოქალაქეები 112-ში რეკავენ, საიდანაც მათთან ხდება გადამისამართება, მათივე ინფორმაციით რეაგირება ყველა შეტყობინებაზე ხორციელდება.

ამ დროისათვის, შეტყობინების სიმრავლის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურში ვერ აზუსტებენ, კონკრეტულად რომელ რეგიონებში და თბილისის რომელ რაიონებში აქვს მოსახლეობას პრობლემა.

„იყო მაგალითად დიღომში, გლდანში, ქალაქის სხვა რაიონებიდან, ყველა რეგიონიდან შემოდის შეტყობინება, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით,“ – აცხადებენ პრესსამსახურში.