LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა ქარმა თბილისში სახლები დააზიანა

21

ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე სახლი დაზიანდა თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ჩხიკვაძის ქუჩაზე სახლის სახურავი დაზიანდა, რასაც კედლის ნაწილის ჩამონგრევაც მოყვა. დაზარალებული ოჯახი კი მეზობელმა შეიფარა.

ადგილობრივების თქმით, არის საშიშროება, რომ კედელი მთლიანად ჩამოინგრეს, რასაც შესაძლოა სავალალო შედეგი მოყვეს, რადგან მეზობლების განმარტებით, ამ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულები დადიან.

რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა ასევე იმერეთის ქუჩაზეც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლებიც. ისინი მოსახლეობას ზარალის ანაზღაურებასა და დაზიანებული სახლების აღდგენას დაპირდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები